საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ᲞᲠᲔᲛᲘᲣᲛᲘ

ᲙᲚᲐᲡᲘᲙᲘ

ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲘ

ᲐᲮᲐᲚᲘ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲑᲘ

ᲝᲥᲠᲝᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ

Uncategorized

ოქროს ფასი იზრდება!

ბერძნულ და არა მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს ოქროს ხანის ცნება – როდესაც სუფევდა საყოველთაო მშვიდობა, ჰარმონია და სტაბილურობა, მგელი და კრავი ერთად ძოვდნენ ბალახს და

Uncategorized

ოქროს ფასი იზრდება!

ბერძნულ და არა მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს ოქროს ხანის ცნება – როდესაც სუფევდა საყოველთაო მშვიდობა, ჰარმონია და სტაბილურობა, მგელი და კრავი ერთად ძოვდნენ ბალახს და

Uncategorized

ოქროს ფასი იზრდება!

ბერძნულ და არა მხოლოდ ბერძნულ მითოლოგიაში არსებობს ოქროს ხანის ცნება – როდესაც სუფევდა საყოველთაო მშვიდობა, ჰარმონია და სტაბილურობა, მგელი და კრავი ერთად ძოვდნენ ბალახს და

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲓᲐᲡᲛᲣᲚᲘ ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

Goldmarket-ით სრულყოფილად სარგებლობისთვის გაიარე რეგისტრაცია. მთავარ გვერდზე დააჭირე ღილაკს “შესვლა” გახსნილ გვერდზე აირჩიე რეგისტრაცია და შეავსე ყველა სავალდებულო ველი:

  • აირჩიე სქესი;
  • ელ.ფოსტა – აუცილებლად მიუთითე  აქტიური ელ.ფოსტა, რადგანაც რეგისტრაციის შემდეგ საჭიროა მითითებული ელ.ფოსტიდან პროფილის აქტივაცია;
  • პაროლი – ჩაწერე სასურველი სიმბოლოების კომბინაცია. შეგიძლია, გამოიყენო ლათინური/ქართული ანბანის ასოები, რიცხვები ან სასვენი ნიშნები;
  • გაიმეორე პაროლი – გაიმეორე პაროლის გრაფაში მითითებული კომბინაცია;
  • მობილურის ნომერი – ამ გრაფაში ჩაწერე აქტიური ტელეფონის ნომერი;
  • კოდი – კოდის ველში მიუთითე სურათზე გამოსახული სიმბოლოები.

გაეცანი და დაეთანხმე საიტის წესებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, შემდეგ კი  დააჭირე ღილაკს  “რეგისტრაცია”.

პირადი პროფილის გააქტიურებისთვის, აუცილებელია, გადახვიდე აქტივაციის ლინკზე, რომელიც გამოგეგზავნება მითითებული ელ.ფოსტაზე.

შენი პროფილის გააქტიურების შემდეგ, შეგიძლია, გაიარო ავტორიზაცია და ისარგებლო Goldmarket-ის ყველა ფუნქციონალით.

Შენი პროფილის სურათზე დაკლიკებით ირჩევ “ანგარიშის რედაქტირებას”, რის შემდეგაც შეგიძლია შენი ინფორმაციის რედაქტირება, პაროლის ცვლილება ან ანგარიშის წაშლა. თუ ამ დროს მობილურ ტელეფონს იყენებ, მაშინ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში მენიუზე დაკლიკებით ირჩევ “ანგარიშის რედაქტირებას”.

განცხადების დასამატებლად, ავტორიზაციის შემდგომ, დააჭირე ღილაკს “დამატება” შეავსე გახსნილი ფანჯრის ყველა სავალდებულო და სასურველი ველი.
პირველ რიგში, აირჩიე განცხადების ტიპი – პროდუქციას ანთავსებ თუ მომსახურებას. შემდეგ აირჩიე სასურველი კატეგორია. პროდუქციის შემთხვევაში, დააკონკრეტე ყიდი თუ ყიდულობ ნივთს და ახალია თუ მეორადი მისი მდგომარეობა. სასურველია დაამატო აღწერა, სადაც მიუთითებ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას.
სურათ(ებ)ის დასამატებლად, დააჭირე ღილაკს “სურათის ატვირთვა” და მონიშნე სასურველი ფოტოები (მაქსიმუმ 12 ფოტო). დამატებული სურათებიდან თავად შეგიძლია აირჩიო განცხადების ძირითადი სურათი (მიიტანე მაუსი სასურველ სურათთან და დააჭირე ღილაკს “მთავარი სურათი”).
Goldmarket-ზე შეგიძლია დაამატო მეორადი პროდუქცია ონლიან გაყიდვის შესაძლებლობით. ეს ნიშნავს, რომ პროცესი სრულად ონლაინ წარიმართება. შენთვის კურიერის სერვისი იქნება უფასო და ამასთან მომხმარებელს საჭიროების შემთხვევაში შეეძლება ისარგებლოს ბანკის განვადებით, შენ კი სრული თანხა ჩაგერიცხება შეძენისთანავე. ამისთვის საჭიროა განცხადების დამატების დროს მონიშნო ღილაკი “მსურს ნივთის ონლაინ გაყიდვა” რის შემდეგაც ჩნდება დამატებითი ინფორმაციის ველები: საბანკო ანგარიშის ნომერი, სადაც გაყიდული პროდუქციის ღირებულების ჩარიცხვა მოხდება და ნივთის რაოდენობა, წონა და ზუსტი მისამართი, სადაც ჩვენი კურიერი მოგაკითხავს პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის. ყველა სასურველი ველის შევსების შემდგომ დააჭირე ღილაკს დამატება.
განცხადების დამატების პროცედურის დასასრულებლად, აუცილებელია საკონტაქტო ნომრის აქტივაცია (ნომრის დადასტურება საჭიროა მხოლოდ ერთხელ, მისი პირველად დამატებისას). ღილაკზე დაჭერისთანავე, შენ მიერ მითითებულ ნომერზე გამოიგზავნება აქტივაციის კოდი. დამატებულ განცხადებაზე დააჭირე ღილაკს “გააქტიურება” გახსნილ გრაფაში შეიყვანე მიღებული აქტივაციის კოდი და გაააქტიურე განცხადება. პროცედურა უფასოა და საჭიროა განცხადების დამატებისას მითითებული ტელეფონის ნომრის სისწორის დასადასტურებლად.

განცხადების რედაქტირებისთვის უნდა გადახვიდე “ჩემი განცხადებების” გვერდზე და სამ წერტილზე დაკლიკებით გადახვალ განცხადების რედაქტირების გვერდზე.

იმისთვის, რომ საიტზე განთავსებული განცხადებები შესაბამისობაში იყოს ძირითად წესებთან და პირობებთან, კონტენტის გუნდის მხრიდან ეტაპობრივად ხდება განცხადებების შემოწმება. განცხადების დაბლოკვის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. სასურველია ამას განთავსებამდე გაეცნო, რომ თავიდან აირიდო დაბლოკვა.

დაბლოკვის მიზეზები:
განცხადების არასწორ კატეგორიაში განთავსება
ცენზურის დარღვევა
ამ ტიპის განცხადება თუ შეესაბამება მომსახურების, გაქირავების კატეგორიებს
რამდენიმე მომხმარებლის რეგისტრაცია
არასწორი ინფორმაციის მითითება
ატვირთული ფოტო თუ არ შეესაბამება საიტის წესებს
გარეული ცხოველებით ვაჭრობა აკრძალულია
არასწორი ფასის მითითება
განცხადებაში ტეგების გამოყენება
აკრძალული ტიპის განცხადების განთავსება
ერთიდაიგივე განცხადების რამდენჯერმე განთავსება
სათაურში ან აღწერაში ფასის/ტელეფონის მითითება
არასრული ინფორმაციის მითითება
საავტორო უფლებებით დაცული პროდუქტის გამოქვეყნება
ზოგადი ტიპის განცხადება/ერთ განცხადებაში რამდენიმე პროდუქტის განთავსება
სხვა ვებ-გვერდის რეკლამირება
ატვირთულ ფოტოზე ფასის, ტელეფონის ან ტექსტის მითითება
განცხადება არ შეესაბამება Goldmarket.ge-ს თემატიკას

დეტალურად წესები და პირობები იხილე ბმულზე

საიტის ძიების ლოგიკა ეყრდნობა კატეგორიის დასახელებას და თუ ემთხვევა მას/სწორ კატეგორიაში დევს, შესაბამისად გამოდის ძიების შედეგში.

ამიტომ, მნიშვნელოვანია განცხადება იდებოდეს სწორ კატეგორიაში. ამას გარდა ისინი, ვინც კატეგორიების ხის დახმარებით ეძებენ სასურელ ნივთს/მომსახურებას, შესაბამის კატეგორიას სტუმრობენ. 

თუ ვერ ხვდებით ზუსტად, რომელ კატეგორიას შეესაბამება თქვენი განცხადება, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ.

საიტის ძიების ლოგიკა ასევე ეყრდნობა განცხადების სათაურს – თუ საძიებო სიტყვა ემთხვევა/ახლოს არის განცხადების სათაურთან, უფრო იზრდება ძიების შედეგში გამოტანის შანსი.

ამიტომ, მნიშვნელოვანია განცხადებას სწორი სათაური დავარქვათ – რეალურად ის, რასაც წარმოადგენს ნივთი/მომსახურება. კატეგორიის მიხედვით შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბრენდის, მოდელის ან სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლის სათაურში დაფიქსირება, ვინაიდან არის შანსი, რომ მომხმარებელი კონკრეტული ბრენდის/მოდელის/მახასიათებლის ნივთის დასახელებას წერდეს საძიებო ველში.