Skip to content
+995 595 03 95 08 info@goldmarket.ge
შესვლა რეგისტრაცია
ოქროს ბირჟა
  • მთავარი
  • კატალოგი
  • მაღაზიები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
დაამატე
GOLD MARKET
  • მთავარი
  • კატალოგი
  • მაღაზიები
  • ბლოგი
  • ჩვენ შესახებ
დაამატე საკვაული
შესვლა
+995 XXX XXX XXX info@goldmarket.ge
  1. მთავარი
  2. /
  3. Privacy Policy

Privacy Policy

ბოლო განახლება: 17 თებერვალი, 2026

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, დეტალურად გაგაცნოთ შპს „ჯისიაი გოლდ"-ის (შემდგომში „კომპანია") მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპები და მეთოდები. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობასა და ნდობას, რომელიც თქვენი მხრიდან მონაცემთა გაზიარებას ახლავს თან.

დოკუმენტში აღწერილია ის სტანდარტები, რომლითაც კომპანია ხელმძღვანელობს თქვენი ინფორმაციის დაცვისას, აგრეთვე თქვენი უფლებები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად. აქ ნახავთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის მონაცემებს ვაგროვებთ და რა მიზნით (მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგისთვის) ხდება მათი შემდგომი დამუშავება.

ჩვენი პასუხისმგებლობაა: უზრუნველვყოთ თქვენი პერსონალური მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება და დაცულობა; გამოვიყენოთ თქვენი მონაცემები მხოლოდ კანონიერი გზებით და კონკრეტულად განსაზღვრული მიზნებისთვის; უზრუნველვყოთ პროცესის სრული გამჭვირვალობა და თქვენი მოთხოვნისთანავე მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების შესახებ.

ვინ ვართ ჩვენ

შპს „ჯისიაი გოლდ" არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

შპს „ჯისიაი გოლდ" საიდენტიფიკაციო კოდი: 400452372
იურიდიული მისამართი საქართველო, თბილისი, გლდანის მასივი, VII მიკრო/რაიონი, კორპუსი N23
ელ-ფოსტა info@goldmarket.ge
ტელეფონი +995 595 03 95 08

ჩვენ მიერ ინფორმაციის შეგროვების მიზანია მომხმარებელთათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ინფორმაცია, რომელსაც კომპანია აგროვებს და იყენებს, დამოკიდებულია იმ სერვისზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ.

ტერმინთა განმარტება

პერსონალური მონაცემი
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით.
მონაცემთა დამუშავება
მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.
მონაცემთა სუბიექტი
ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.
მონაცემთა სუბიექტის თანხმობა
მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი
ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს.
დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი
ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით.
პირდაპირი მარკეტინგი
ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების ან სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების ან მხარდაჭერის მიზნით.
ინციდენტი
მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, დაკარგვას, უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას ან შეცვლას.

პრინციპები

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები:

  • თქვენი მონაცემები დამუშავდება სამართლიანად და კანონიერად, თქვენი ღირსების შეულახავად;
  • მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კონკრეტული, კანონიერი მიზნებისთვის; მისი შემდგომი დამუშავება მოხდება მხოლოდ თავდაპირველ მიზანთან შეთავსებული მიზნით;
  • მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად და იქნება მისი ადეკვატური და პროპორციული;
  • მონაცემები იქნება ნამდვილი და ზუსტი, საჭიროების შემთხვევაში განახლდება, ხოლო კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული მონაცემები დაიბლოკება, წაიშლება და განადგურდება;
  • მონაცემები შენახული იქნება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად.

არჩევანის თავისუფლება

თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენი საკუთრებაა. ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ჩვენი სერვისები ისე, რომ თავად შეძლოთ არჩევა, გსურთ თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენთვის გაზიარება.

ინტერესთა ბალანსი

თუ მონაცემთა დამუშავება საჭიროა კანონიერი ინტერესიდან გამომდინარე, რომელსაც უპირატესობა გააჩნია თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის საკითხთან შედარებით, შესაძლოა დავამუშავოთ მონაცემები თქვენი თანხმობის მიუღებლად, თუ ეს ნებადართულია კანონით.

გამჭვირვალობა

კომპანია უზრუნველყოფს გამჭვირვალობას იმ საკითხში, თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს და რა მიზნით ამუშავებს. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს დამატებით ინფორმაციას მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის შესახებ.

მონაცემთა დამუშავების საფუძვლები

კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

  • მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა თანხმობა მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე;
  • მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან გარიგების დასადებად;
  • კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
  • მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა;
  • მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად;
  • კომპანიისა და მომხმარებლის კანონიერი ინტერესების დასაცავად.

მომხმარებელი არც კანონით და არც ხელშეკრულებით არ არის ვალდებული მიაწოდოს კომპანიას თავისი პერსონალური მონაცემები. მხოლოდ მათზე მიუწვდომლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს კომპანიის ვებგვერდით განსაზღვრული მომსახურეობის მიღებას.

პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზანი

ჩვენ შესაძლებელია გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შემოსათავაზებლად.

მარკეტინგის მიზნებისთვის მუშავდება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ჩვენ არ ვივაჭრებთ თქვენი პერსონალური მონაცემებით და არ მივყიდით მათ მესამე მხარეებს, თუ არ მივიღებთ თქვენს თანხმობას ამაზე. ჩვენ არ გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებს მარკეტინგის მიზნით, თუ არ მივიღებთ თქვენს თანხმობას ამგვარ გამჟღავნებაზე.

როგორ ხდება ინფორმაციის შეგროვება

ჩვენი ვებგვერდით სტუმრობისას ან მომსახურებით სარგებლობისას, შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, რაც აუცილებელია სერვისების სრულყოფილად მოსაწოდებლად.

ვებსაიტზე სტუმრობისას შესაძლოა შევაგროვოთ და დავამუშავოთ შემდეგი მონაცემები:

  • ჩვენი პროდუქტისა და მომსახურების მიღებისას/მომართვისას;
  • თქვენ მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან;
  • პლატფორმაზე ფორმის შევსებისას;
  • ონლაინ პრობლემის დაფიქსირებისას;
  • ონლაინ გამოკითხვის შევსებისას, თქვენი თანხმობის შემთხვევაში.

არაპერსონალური ინფორმაციის შეგროვება

თქვენ მიერ ჩვენს ვებსაიტზე სტუმრობისას, ავტომატურად ვაგროვებთ სტატისტიკურ ინფორმაციას, რაც არ არის პირის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული: ინტერნეტ ბრაუზერი, ოპერატიული სისტემა, დომეინი, ვიზიტების რაოდენობა, საშუალო დრო, ნანახი გვერდები.

ეს ინფორმაცია ჩვენ მიერ გამოიყენება და გაზიარდება ჩვენს პროვაიდერებთან, ვებ ჰოსტინგის მომწოდებელთან, ვებ გვერდის დეველოპერთან, რომ გამოვთვალოთ პლატფორმის გამოყენების რაოდენობა და გავაუმჯობესოთ კონტენტი.

პერსონალურ მონაცემთა გადაცემა მესამე პირებთან

ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება უშუალოდ მომხმარებლის მიერ სარეგისტრაციო ველების შევსების, განცხადების განთავსების ან გარე სერვისების მეშვეობით ავტორიზაციის დროს.

კომპანია უფლებამოსილია, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, პერსონალური მონაცემები გადასცეს სახელმწიფო უწყებებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან სხვა კომპეტენტურ პირებს, თუ აღნიშნული გამომდინარეობს სამართლებრივი ვალდებულებიდან, სასამართლო გადაწყვეტილებიდან ან უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალური მოთხოვნიდან.

ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის, კომპანიამ შესაძლოა გაუზიაროს ინფორმაცია თავის კონტრაქტორ პარტნიორებს, მათ შორის საბანკო და სადაზღვევო დაწესებულებებსა და საკონსულტაციო/კვლევით ორგანიზაციებს.

ნებისმიერი პარტნიორი ორგანიზაცია, რომელსაც მიეწოდება მონაცემები, ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და იმოქმედოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების მკაცრი დაცვით.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • მოგვთხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების თაობაზე (რომელი მონაცემები მუშავდება, მიზანი, სამართლებრივი საფუძველი, შეგროვების გზა, ვის გადაეცა, გაცემის საფუძველი და მიზანი);
  • მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან შეგროვდა კანონის საწინააღმდეგოდ;
  • მოახდინოთ ექაუნთის დეაქტივაცია, დროებით ფუნქციონირების შეჩერება ან/და წაშლა.

თქვენი პირადი მონაცემების მოწოდების მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონულად ან წერილობით, კომპანიის იურიდიულ ან ელექტრონულ მისამართებზე განცხადების წარდგენის გზით.

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა საქართველოს კანონმდებლობიდან.

მონაცემების შენახვის ვადა

თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა ხდება თქვენთვის გასაწევი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში, თქვენი ანგარიშის გაუქმებამდე.

მზა ჩანაწერები (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით მომხმარებლების ქცევას, რათა გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას და შევძლოთ მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.

ჩვენს ვებსაიტზე ვაგროვებთ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი;
  • გახსნილი გვერდები, სესიის ხანგრძლივობა და სხვადასხვა პარამეტრები;
  • ფორმების შევსება, ინტერაქციული ელემენტების გამოყენება;
  • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა.

პოლიტიკის ცვლილება

ჩვენ შესაძლებელია დროდადრო შევცვალოთ ეს პოლიტიკა. არსებითი ცვლილებების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობებთ პირადად და დაველოდებით თქვენს თანხმობას.

პლატფორმის ნებისმიერი ფორმით გამოყენებისას, მომხმარებელი/მოვაჭრე აცხადებს თანხმობას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და მასში მოცემული პირობების შესრულებაზე.

როგორ დაგვიკავშირდეთ

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

info@goldmarket.ge +995 595 03 95 08 სამუშაო დღეებში, 10:00 — 18:00
GOLD MARKET

საქართველოში ოქროს ნაკეთობების ყიდვა-გაყიდვის უდიდესი პლატფორმა. იყიდე და გაყიდე ოქროს სამკაულები მარტივად.

კომპანია

ჩვენ შესახებ კარიერა ბლოგი პრესა

სერვისები

პროდუქტებიმაღაზიებიწესები და პირობებიკონფიდენციალურობა

კონტაქტი

თბილისი, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩა, N3
Email: info@goldmarket.ge
ტელ: +995 595 03 95 08

© 2026 Gold Market. ყველა უფლება დაცულია.
კონფიდენციალურობა წესები და პირობები ქუქი-ფაილები

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ჩვენს ქუქი-ფაილების პოლიტიკას.

გაიგე მეტი

ფავორიტები

0
ყველას ნახვა
მთავარი კატალოგი დამატება

ავტორიზაცია

გასაგრძელებლად გთხოვთ შეხვიდეთ ან შექმნათ ანგარიში

შეიყვანეთ ელფოსტა და ჩვენ გამოგიგზავნით პაროლის აღდგენის ბმულს

პაროლის აღდგენის ბმული გამოგზავნილია თქვენს ელფოსტაზე